Logo ISNC
en

სიახლეები

ქუთაისი
29.11.2025

შეხვედრა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში

28 ნოემბერს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მე-16 ელემენტის წე- ვრმა, უნივერსიტეტის მოწვეულმა პედაგოგმა მედეა ტაბატაძემ სტუდენტებთან შეხვედრა გამართა, სადაც ქრონოლოგიურად მიმოიხილა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ისტორია. 

მოხსენების შემდგომი დისკუსია მიმართული იქნა იმ ძირითადი ფაქტორების  ანალიზისკენ, რომლებიც აფერხებს სამშვიდობო საქმიანობას და კონფლიქტის  ტრანსფორმაციას.  

შეხევდრა გაიმართა ,,ახალგაზრდული სამშვიდობო ინიციატივების" ფარგლებში,  რომელსაც ახორციელებს ,,ნაციონალიზმის და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტი" მე-16 ელემენტთან თანამშრომლობით.

 

 

 

 

 

 

მეტი
გამოფენა „Pixels for Peace“
01.03.2025

გამოფენა „Pixels for Peace“

ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) და ,,მე-16 ელემენტის" ორგანიზებით გაიმართა გამოფენა „Pixels for Peace“.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო  კონფლიქტით დაზარალებული თემებიდან ახალგაზრდა მოყვარული ფოტოგრაფების ნამუშევრები.

ფოტოები ასახავს როგორც ყოფით, ისე სიმბოლურ განზომილებებს და ქმნის მშვიდობის ფოტოგრაფიის პირად და ავთენტურ ესთეტიკას, რომელიც ვიზუალურ დიალოგს ამყარებს გაყოფილ საზოგადოებებს შორის.

გამოფენის გახსნის დღეს გაიმართა დისკუსია მშვიდობის აქტივისტების ელიკო ბენდელიანისა და მიშა ჯახუას მონაწილეობით, რომელსაფ ფასილიტაციას უწევდა მე-16 ელემენტის თანადამფუძნებელი გიორგი რიჟვაძე.

მეტი
კვლევის ანგარიშისა და კონფლიქტების ტრანსფორმაციის სამოქმედო გეგმის წარდგენა
02.06.2025

კვლევის ანგარიშისა და კონფლიქტების ტრანსფორმაციის სამოქმედო გეგმის წარდგენა

18 თებერვალს “ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტმა” (ISNC), “კავკასიურ სახლთან” და ლევან მიქელაძის ფონდთან თანამშრომლობით, თბილისში, Radisson Blu Iveria Hotel-ში,  გამართა პრეზენტაცია და დისკუსია საქართველოში კონფლიქტების ტრანსფორმაციის საკითხზე.

ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო საზოგადოებრივი აზრის კვლევა „კონფლიქტები საქართველოში: აღქმები, დამოკიდებულებები და მოლოდინები“, რომელიც CRRC საქართველომ ჩაატარა საქართველოს მასშტაბით 2000-ზე მეტი რესპონდენტის მონაწილეობით. 

კვლევამ გააანალიზა საზოგადოების დამოკიდებულებები არსებულ კონფლიქტებთან დაკავშირებით, აღქმა და მოლოდინები მომავლის მიმართ. 

პარალელურად წარმოდგენილი იყო კონფლიქტების ტრანსფორმაციის სამოქმედო გეგმა, რომელიც ეფუძნება “კონფლიქტების ტრანსფორმაციის ხედვის” დოკუმენტს და მოიცავს კონკრეტულ ნაბიჯებს საქართველოში მშვიდობისა და კონფლიქტების ტრანსფორმაციის მხარდასაჭერად.

დისკუსიაზე პრეზენტაციის სტუმრებმა იმსჯელეს კვლევის შედეგებზე და საქართველოში კონფლიქტების ტრანსფორმაციის მიმართულებით არსებული გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე. 

საზოგადოებრივი აზრის კვლევა და სამოქმედო გეგმა მომზადებულია პროექტის -„კონფლიქტების ტრანსფორმაცია საქართველოში: მზადება ცვლილებებისთვის“ - ფარგლებში. პროექტს, რომელსაც ახორციელებს ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტი, „კავკასიური სახლთან“ და ლევან მიქელაძის სახელობის ფონდთან პარტნიორობით, ფინანსურ მხარდაჭერას უწევს გაერთიანებული სამეფოსა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი ინიციატივა (UK-SSP). 

პროექტი მიზნად ისახავს, ყოვლისმომცველი და სანდო კვლევის საფუძველზე დადგინდეს საზოგადოების დამოკიდებულება კონფლიქტებთან მიმართებით და განისაზღვროს კვლევის შედეგების ანალიზზე დაფუძნებული კონკრეტული ნაბიჯები კონფლიქტების მშვიდობიანი ტრანსფორმაციისთვის.

მეტი
შეხვედრა ახალგაზრდა მკვლევრებთან
04.06.2025

შეხვედრა ახალგაზრდა მკვლევრებთან

ახალგაზრდულ საინიციატივო ქსელის "მე-16 ელემენტის" ორგანიზებით, Frontline Georgia-ში გაიმართა შეხვედრა მშვიდობის მშენებლობისა და კონფლიქტების კვლევის სფეროში მომუშავე ახალგაზრდა მკვლევრებთან.

შეხვედრის მიზანი იყო აღნიშნული სფეროთი დაინტერესებულ ახალგაზრდა მკვლევართა მიერ ერთმანეთისათვის ხედვების გაზიარება, მათი საჭიროებებისა და გამოწვევების იდენტიფიცირება.

დისკუსიის ფარგლებში მომხსენბლებმა ისაუბრეს „ახალგაზრდები, მშვიდობა, უსაფრთხოების“ დღის წესრიგის კონტექსტზე, მიმოიხილეს სოხუმსა და ცხინვალში მიმდინარე მოვლენების დინამიკა და ადგილობრივი ახალგაზრდების საჭიროებები, იმსჯელეს შეუთავსებელ მეხსიერებებსა და იდენტობაზე კონფლიქტების კონტექსტში და ისტორიული ნარატივების ურთიერთშეპირისპირებაზე.

შეხვედრამ ხაზი გაუსვა ახალგაზრდა მკვლევართა მნიშვნელოვან პოტენციალს კონფლიქტების ანალიზისა და სამშვიდობო ინიციატივების შემუშავების პროცესში.

შეხვედრა გაიმართა ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის (ISNC) პროექტის ,,ახალგაზრდული სამშვიდობო ინიციატივები" ფარგლებში.

მეტი

ანალიტიკური სტატია

ანალიტიკური სტატიების კრებული

10.11.2025

ქართულ-ოსური კონფლიქტი: წარსული, დღევანდელობა და მშვიდობის მშენებლობის პერსპექტივები

ანალიტიკური სტატიების კრებულში შესული მასალა ეძღვნება ქართულ-ოსურ
კონფლიქტთან დაკავშირებული პრობლემების კომპლექსურ ანალიზს და
მომავლის პერსპექტივების გამოკვეთას.


კრებული მომზადებულია ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის ქართულ-ოსური
სამოქალაქო დიალოგის პროცესისა და პროექტის SCOPE: Supporting Communities
of Practice and Exchange ფარგლებში.

ანალიტიკური სტატიების კრებული მომზადებულია 2024 წ. მაისში.

ქართულ - ოსური კონფლიქტის სათავეებთან: განსხვავებული პერსპექტივები

10.11.2025

ქართულ - ოსური კონფლიქტის სათავეებთან: განსხვავებული პერსპექტივები

ნაშრომი შეიქმნა პროეტის „ქართულ-ოსური კონფლიქტის დროითი წრფივი (1989-2008): დოკუმენტები წარსულის გახსენებისა და ანალიზისათვის“ ფარგლებში თავმოყრილ ასობით დოკუმენტსა და საარქივო მასალაზე დაყრდნობით. 

ნაშრომში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს. ნაშრომის შინაარსი შეიძლება ყოვლთვის არ გამოხატავდეს „ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის“ მოსაზრებებს

ჩვენი დონორები

  • ERASMUS +

  • EUMM

  • UK

  • FDFA

  • UNDP