Logo ISNC
en

ანიმაციების პრეზენტაცია

ანიმაციების პრეზენტაცია
09.12.2025

კავკასიური სახლის შეხვედრების დარბაზში გაიმართა ,,მე-16 ელემენტის" და ,,ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის"  პროექტის ,,Pixels for Peace" ფარგლებში შექმნილი ანიმაციების ჩვენება. ანიმაციები შეიქმნა აფხაზური, ოსური და ქართული ზღაპრების საფუძველზე. 

,,პროექტი ტრადიციულ ისტორიებსაც ახალ სიცოცხლეს სძენს. აფხაზური, ოსური და ქართული ზღაპრების საფუძველზე შეიქმნა თანამედროვე სტილის ანიმაციები, თითოეული — მშვიდობისა და თანაცხოვრების სხვადასხვა ასპექტის წარმოსაჩენად. შერჩეულია ექვსი ზღაპარი, რომლებიც ერთდროულად გვაძლევს საუკუნოვან სიბრძნეს და შერიგების ახალი ხედვის შესაძლებლობას."აღნიშნა პროექტის მენეჯერმა ელეონორა ჭანიამ.

პროექტის გუნდი ასევე, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პროექტის ერთ-ერთი ღირებული კომპონენტი იყო აფახი, ოსი და ქართველი ახალგაზრდების ერთობლივი თანამშრომლობის პროცესი.

ანიმაციები ხელმისაწვდომია პროექტის ფარგლებში შექმნილ ონლაინ პლატფორმაზე.