ჩვენს შესახებ
ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის (ISNC) მისიაა კონფლიქტების ბუნების შესწავლა, კონფლიქტების ტრანსფორმაციისათვის რეკომენდაციებისა და ხედვების შემუშავება და კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების გზების მოძიება. ორგანიზაციის ძირითადი ყურადღება დათმობილია ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ კონფლიქტზე.
ISNC დააფუძნეს სამოქალაქო აქტივისტებმა, რომლებიც მანამდე მუშაობდნენ განვითარებისა და თანამშრომლობის ცენტრში - პლურალიზმის ცენტრში. ამ ორგანიზაციაში მათ კონფლიქტებისა და დევნილების მიმართულება მიყავდათ. ინსტიტუტის ცალკე სტრუქტურად გამოყოფის შედეგად მათ მოახდინეს მთელი ძალისხმევის ფოკუსირება კონკრეტულად კონფლიქტისა და კონფლიქტით დაზარალებული საზოგადოებების პრობლემებზე, ასევე სამშვიდობო განათლების საკითხებზე.




