გამოფენა „Pixels for Peace“

01.03.2025
ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) და ,,მე-16 ელემენტის" ორგანიზებით გაიმართა გამოფენა „Pixels for Peace“.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო კონფლიქტით დაზარალებული თემებიდან ახალგაზრდა მოყვარული ფოტოგრაფების ნამუშევრები.
ფოტოები ასახავს როგორც ყოფით, ისე სიმბოლურ განზომილებებს და ქმნის მშვიდობის ფოტოგრაფიის პირად და ავთენტურ ესთეტიკას, რომელიც ვიზუალურ დიალოგს ამყარებს გაყოფილ საზოგადოებებს შორის.
გამოფენის გახსნის დღეს გაიმართა დისკუსია მშვიდობის აქტივისტების ელიკო ბენდელიანისა და მიშა ჯახუას მონაწილეობით, რომელსაფ ფასილიტაციას უწევდა მე-16 ელემენტის თანადამფუძნებელი გიორგი რიჟვაძე.




