შეთანხმება ძალის არგამოყენების შესახებ: თბილისი გზაგასაყარზე

მუქარა და ძალის გამოყენება საერთაშორისო ურთიერთობებში ფართოდ გავრცელებული პრაქტიკაა, რომელიც ყოველთვის დიდ როლს თამაშობდა ადგილობრივი, რეგიონული თუ გლობალური პოლიტიკური კლიმატის ფორმირებაში. კონფლიქტების დამანგრეველი ბუნებიდან გამომდინარე, მისი შეკავება საკაცობრიო ამოცანადაა ქცეული. შედეგად, საერთაშორისო საზოგადოება ცდილობს, მაქსიმალურად შეზღუდოს დაპირისპირება და აგრესია მსოფლიო პოლიტიკურ არენაზე.
მოცემული ნაშრომი ორი ნაწილისგან შედგება. პირველის მიზანია, მიმოიხილოს ძალის არგამოყენების ცნება საერთაშორისო სამართალში და სამი კონფლიქტური რეგიონის – დნესტრისპირეთის, კოსოვოსა და ჩრდილოეთ კვიპროსის მაგალითზე შეისწავლოს, თუ რამდენად აქტუალური და მნიშვნელოვანი არის ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმება მათი კონფლიქტების ტრანსფორმაციის პროცესში. მოცემული ქეისები შეირჩა რამდენიმე გარემოების გათვალისწინებით: სამივე კონფლიქტი მყარია, დაპირისპირებულ მხარეებს შორის არსებობს ეთნიკური განსხვავებულობა, სამივე კონფლიქტში შეინიშნება სეცესიონისტური მისწრაფებები და სამივე მათგანის გეოგრაფიულად ევროპის კონტინენტზე ვითარდება; ნაშრომის მეორე ნაწილი ფოკუსირებული იქნება ჩვეულებრივ საქართველოს კონფლიქტებზე და თბილისში არსებულ ხედვებზე, თუ რა როლი აკისრია ძალის გამოყენების შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას მისი კონფლიქტების მოგვარების პროცესში.




