Logo ISNC
en

კონფლიქტის საფასური : უთქმელი ამბები, ქართულ-ოსური კონტექსტი

გაეცანი ფაილს
კონფლიქტის საფასური : უთქმელი ამბები, ქართულ-ოსური კონტექსტი
10.08.2024

თქვენს წინაშეა კრებული „კონფლიქტის საფასური : უთქმელი ამბები, ქართულ-ოსური კონტექსტი“ მასში შესულია გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ადამიანების თვალით დანახული  ქართულ-სამხრეთოსური კონფლიქტი და ის საფასური, რისი გაღებაც ორივე მხარის წარმომადგენლებს მოუწიათ და დღემდე უწევთ.

კრებულში შესული ადამიანური ისტორიების შეგროვება 2015 წლის მიწურულს დაიწყო. ადამიანური ისტორიების ავტორები არიან სხვადასხვა ასაკის ქალები და კაცები, ასაკოვანებიც და ახალგაზრდებიც, კონფლიქტის დროს გაზრდილებიც და  კონფლიქტამდე ერთმანეთის გვერდით  თანაცხოვრების უნიკალური გამოცდილების მქონენიც, ამ თანაცხოვრების გამხსენებლებიც და ისინიც, ვინც გაურბის მსგავს მოგონებებს. მიუხედავად იმისა, რომ თითოეული ადამიანის მიერ გადატანილი და განცდილი სრულიად უნიკალურია და სავსეა მთხრობელის პირადი ტკივილით , ჩვენ შეგნებულად არ ვუთითებთ მათ სახელებსა და გვარებს, რათა კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი მათ თავს გადახდენილის მსგავსებას სხვა მრავალი ადამიანის მიერ გადატანილსა და განცდილთან.

კრებული გამოიცა ბრიტანეთის მთავრობისა და USAID  ფინანსური მხარდაჭერით