Logo ISNC
en

კონფლიქტის საფასური: ქართულ-სამხრეთოსური კონტექსტი

გაეცანი ფაილს
კონფლიქტის საფასური: ქართულ-სამხრეთოსური კონტექსტი
10.08.2024

თქვენ წინაშეა კრებული „კონფლიქტის სარკე: უთქმელი ამბები, ქართულ-ოსური კონტექსტი“, რომელიც ანალიტიკური სტატიების კრებულის „კონფლიქტის სარკე: ქართულ-სამხრეთოსური კონტექსტი“ გაგრძელებას წარმოადგენს. მასში შესულია გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ადამიანების თვალით დანახული ქართულ-სამხრეთოსური კონფლიქტი და ის სარკე, რის გაბაც ორივე მხარის წარმომადგენლებს მოუხდათ და დღემდე უხდებათ.

 

როდესაც საქმე ეხება სხვადასხვა დონეზე კონფლიქტის ან მისი გადაჭრის შესაძლო გზების ანალიზს, ადამიანური განცდების დონეზე ანალიზს, ხშირად ნაკლები ყურადღება ეთმობა ხოლმე, რაც უდაოდ ხელს უშლის სრული სურათის დანახვას და განაპირობებს იმგვარი გადაწყვეტილებების მიღებას, რომლებიც ნაკლებად ითვალისწინებენ იმ უბრალო ადამიანების ინტერესებს, რომელთაც კონფლიქტებისა და ომების უმძიმესი ტვირთის ზიდვა უწევთ. სწორედ ამ ადამიანების მეხსიერებასა და გამოცდილებაშია ის გასაღები, რომლის გამოყენებაც აუცილებელია კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრის მცდელობისას ნებისმიერ დონეზე, იქნება ეს ეროვნული, რეგიონალური თუ საერთაშორისო. სწორედ ამ ასპექტებით ადამიანი, რომლებიც ხშირად შემთხვევით სრულიად უნებლიეთ და საკუთარი უნიკალური გამოცდილებით გახდა კონფლიქტის მხარე, იღებს ძალზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას დავიწყებისა და არდავიწყების, მონანიებისა და მიტევების თუ სამაგიეროს გადახდის ციხეში დარჩენის შესახებ, რაც არა მხოლოდ ჩვეულებრივ მეხსიერების მატარებლების, არამედ მათი მომავალი თაობების განსაზღვაზე და გადაწყვეტილებებზე აისახება.

 

კრებულში შესული ადამიანური ისტორიების შეგროვება 2015 წლის მიწურულს დაიწყო. ჟურნალისტებმა, ირინა ქელექსაევამ და გოგა აფციაურმა კონფლიქტით ჩვეულებრივ დაზარალებულ ადამიანებს სთხოვეს გაეხსენებინათ თავი გადამხდარი და დღევანდელი გადასახედიდან შეეფასებინათ წარსული მოვლენები, ესაუბრათ აწმყოზე, ურთიერთობების შესაძლებლობასა და მომავლის პერსპექტივებზე. ადამიანური ისტორიების ავტორები არიან სხვადასხვა ასაკის ქალები და კაცები, ასაკოვნებიც და ახალგაზრდებიც, კონფლიქტის დროს გაზრდილებიც და კონფლიქტამდე ერთმანეთის გვერდით თანაცხოვრების უნიკალური გამოცდილების მქონენიც, ამ თანაცხოვრების გამხსენებლები და ისინიც, ვინც გაბედავს მსგავს მოგონებებს. მიუხედავად იმისა, რომ თითოეული ადამიანის მიერ გადატანილი და განცდილი სრულიად უნიკალურია და სავსეა მტკივნეული პირადი ტკივილით, ჩვენ შეგნებულად არ ვუთითებთ მათ სახელებსა და გვარებს, რათა კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი მათ თავს გადატანილის მსგავსებას სხვა მრავალი ადამიანის მიერ გადატანილსა და განცდილთან.