2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღის სადამკვირვებლო მისიის შემაჯამებელი ანგარიში

2014 წ. 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღის სადამკვირვებლო მისიის შემაჯამებელი ანგარიში მომზადებულია დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის - „სინერგია - დევნილთა გაძლიერება თანამონაწილეობისა და თანამშრომლობის გზით“ - ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტისა და ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა პრობლემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელ„სინერგიის“ მიერ.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღის სადამკვირვებლო მისია განხორციელდა არასამთავრობო ორგანიზაცია „საუნჯის“ (ზუგდიდი) მიერ სამეგრელოს რეგიონში. დოკუმენტის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან არასამთავრობო ორგანიზაცია „საუნჯე“ (ზუგდიდი) და ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტი და იგი არ გამოხატავს დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოს პოზიციას.




