Logo ISNC
en

ვიზიტი ანუ სვლა მშვიდობის მშენებლობისთვის

ვიზიტი ანუ სვლა მშვიდობის მშენებლობისთვის
30.06.2023

  საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში პროექტი „ვიზიტი ანუ სვლა მშვიდობის მშენებლობისთვის“ განხორციელდა. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ წეროვნის #3 საჯარო სკოლის მოსწავლეები.

  პროექტი წარმოადგენდა ორი სკოლის მოსწავლეების გაცნობა-დამეგობრების აქტს. შეხვედრის ფარგლებში მოსწავლეები მონაწილეობდნენ სხვადასხვა შემეცნებით და გასართობ აქტივობებში.

  მენტორი პედაგოგების მხრიდან მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია მშვიდობის, მშვიდობის მშენებლობის, კონფლიქტების წარმოშობისა და მათი მოგვარების გზებზე. ისაუბრეს განსახვავებული აზრის პატივისცემისა და მიმღებლობის უნარის მნიშვნელობაზე.

   სახვითი ხელოვნების პედაგოგების დახმარებით მოსწავლეებმა შექმნეს ნახატები ომისა და მშვიდობის თემაზე.

   მუსიკის პედაგოგის დახმარებით მოსწავლეებმა ერთობლივად შეასრულეს ეროვნული სიმღერები.

   შეხვედრა ჩატარდა პროექტ „განათლება შერიგებისთვის“ ფარგლებში, რომელსაც ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტი ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერით ახორციელებს.

   პროექტის ფარგლებში მასწავლებლები მონაწილეობდნენ ტრენინგების ციკლში, რომელთა განმავლობაშიც ინფორმაცია მიიღეს სამშვიდობო განათლებისა და კონფლიქტ-სენსიტიული მიდგომების თაობაზე. ამასთანავე, შეისწავლეს თუ როგორ შეიმუშაონ და განახორციელონ სამშვიდობო ინიციატივები. საბოლოო ეტაპზე მათ საშუალება ჰქონდათ შიდა დაფინანსებით თავად განეხორციელებინათ სკოლებში საკუთარი სამშვიდობო ინიციატივები.