შეხვედრა ზუგდიდისა და ქუთაისში

2014 წლის 28 – 29 თებერვალს გაიმართა შეხვედრები ქ. ქუთაისსა და ქ. ზუგდიდში თემაზე: „ადგილობრივი თვითმმართველობა: არსებული რეალობა დამომავალი შესაძლებლობები“.
შეხვედრას ესწრებოდა დევნილი მოსახლეობა, აფხაზეთის ლეგიტიმური სტრუქტურების ადგილობრივი წარმომადგენლები და ადგილობრივი მთავრობის წევრები.
თვითმმართველობის რეფორმის არსზე და რეფორმის შემდგომი შესაძლებლობებზე მოხსენება გააკეთა „ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრის“ გამგეობის თავმჯდომარემ - დავით ლოსაბერიძე.
ხოლო თვითმმართველობებთან თანამშრომლობის არსებული პრაქტიკა და დევნილთა პრობლემების ადვოკატირებისშესაძლებლობებზე ისაუბრეს “სინერგიის“ წევრებმა ქუთაისში თამარ ელბაქიძემ და ზუგდიდში იაგო ფასრაძემ.
შეხვედრამ ჩაიარა ინტერაქტიულ რეჟიმში, ძირითადი კითხვები რომელიც შეხვედრაზე იქნა დასმული ეხებოდა შემდეგ თემებს:
- როგორ მოხდება თვითმმართველი ერთეულების ტერიტორიული ოპტიმიზაცია დაფინანსების გამიჯვნა ხელისუფლების დონეებს შორის;
- რამდენად და რა ფორმით შეეხებათ ეს ცვლილებები იძულებით გადაადგილებულ პირებს;
- რა პროგრამები შეიძლება იყოს გათვალისწინებული იძულებით გადაადგილებულ პირებისათვის;
- როგორია საქართველოს მთავრობის ხედვა;
შეხვედრები ჩატარდა პროექტის „სინერგია - დევნილთა მონაწილეობის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს მიერ.




