შეხვედრა ახალგაზრდა მკვლევრებთან

ახალგაზრდულ საინიციატივო ქსელის "მე-16 ელემენტის" ორგანიზებით, Frontline Georgia-ში გაიმართა შეხვედრა მშვიდობის მშენებლობისა და კონფლიქტების კვლევის სფეროში მომუშავე ახალგაზრდა მკვლევრებთან.
შეხვედრის მიზანი იყო აღნიშნული სფეროთი დაინტერესებულ ახალგაზრდა მკვლევართა მიერ ერთმანეთისათვის ხედვების გაზიარება, მათი საჭიროებებისა და გამოწვევების იდენტიფიცირება.
დისკუსიის ფარგლებში მომხსენბლებმა ისაუბრეს „ახალგაზრდები, მშვიდობა, უსაფრთხოების“ დღის წესრიგის კონტექსტზე, მიმოიხილეს სოხუმსა და ცხინვალში მიმდინარე მოვლენების დინამიკა და ადგილობრივი ახალგაზრდების საჭიროებები, იმსჯელეს შეუთავსებელ მეხსიერებებსა და იდენტობაზე კონფლიქტების კონტექსტში და ისტორიული ნარატივების ურთიერთშეპირისპირებაზე.
შეხვედრამ ხაზი გაუსვა ახალგაზრდა მკვლევართა მნიშვნელოვან პოტენციალს კონფლიქტების ანალიზისა და სამშვიდობო ინიციატივების შემუშავების პროცესში.
შეხვედრა გაიმართა ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის (ISNC) პროექტის ,,ახალგაზრდული სამშვიდობო ინიციატივები" ფარგლებში.




