შეხვედრა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში
პროექტის ,,ახალგაზრდული სამშვიდობო ინივიატივები" ფარგლებში, ახალგაზრდული სამშვიდობო ქსელის „მე-16 ელემენტის“ და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტის ორგანიზებით, ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე „ქართულ-აფხაზური ურთიერთობები: სამშვიდობო პოლიტიკის ანალიზი დამოუკიდებლობის შემდგომ პერიოდში“. შეხვედრას უძღვებოდნენ უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი მედეა ტაბატაძე და ასოცირებული პროფესორი თამაზ გოგბერაშვილი. მომხსენებლებმა, აღნიშნეს, რომ მდგრადი სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელება მოითხოვს გრძელვადიან და სტრატეგიულ მიდგომას, რომელიც უნდა ეფუძნებოდეს ფართო საზოგადოებრივ ჩართულობას, მათ შორის, ახალგაზრდების გააქტიურებასა და ინტეგრირებულ დიალოგს სხვადასხვა თაობებს შორის.
აღნიშნულ აქტივობას ესწრებოდნენ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები. ლექციის შემდეგ გაიმართა დისკუსია-დებატები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამშვიდობო პოლიტიკის განვითარებას დამოუკიდებლობის შემდგომ პერიოდში. განხილულ იქნა სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები და საერთაშორისო აქტორების ჩართულობა. ასევე ისაუბრეს დიალოგისა და თანამშრომლობის მნიშვნელობაზე კონფლიქტის დეესკალაციის პროცესში.
სტუდენტებმა გამოთქვეს ინიციატივები თუ როგორ შეიძლება ახალგაზრდების ჩართვა მშვიდობის მშენებლობის პროცესში.




