სამწუხარო ამბავი

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი ორგანიზაციის წევრისა და უმნიშვნელოვანესი მიმართულების ხელმძღვანელის, ჩვენი კოლეგისა და მეგობრის, ზურაბ ბრაგვაძის გარდაცვალების გამო.
ზურა ნამდვილად განსაკუთრებული ადამიანი იყო თავისი პროფესიონალიზმით, საქმისადმი ერთგულებითა და პიროვნული თვისებებით. მისი მოღვაწეობა ფასდაუდებელია მშვიდობის მშენებლობისა და ნდობის აღდგენის პროცესში.
ის მრავალი თამამი ინიციატივის ავტორი და სულისჩამდგმელი იყო.
სამშვიდობო მიმართულებით ზურას მიერ წამოწყებულმა და შესრულებულმა საქმეებმა ნამდვილად მოახდინა გავლენა ნდობის აღდგენის პროცესებზე და სრულიად ახლებური კუთხით წარმოაჩინა ადამიანური შესაძლებლობები ისეთ სფეროებში, რომლებთან შეჭიდებას ადრე ვერავინ ბედავდა. დარწმუნებული ვართ, რომ მისი ინიციატივები, განხორციელებულიც და მომავალზე ორიენტირებულიც, მრავალი კარგი საქმის წამოწყებას შეუწყობს ხელს.
ძალიან გვიჭირს მასზე წარსულში საუბარი, დაგვაკლდება და მოგვენატრება.




