Logo ISNC
en

ნინო კალანდარიშვილი ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემიის პირველი გამარჯვებული გახდა

ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემია
29.07.2024

ბერტა ფონ ზუტნერის სახელობის მშვიდობის პრიზის პირველი გამარჯვებული ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის ხელმძღვანელი ნინო კალანდარიშვილი გახდა.

ბერტა ფონ ზუტნერი იყო ევროპელი მშვიდობისმყოფელი და მწერალი, რომელიც საქართველოში ცხოვრების შედეგად იქცა პაციფისტად. იგი იყო პირველი ქალი, რომელიც 1905 წელს გახდა ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში.

მშვიდობის პრემია არის პირველი ჯილდო საქართველოში მშვიდობის დარგში, რომელიც სიმბოლურად ზუგდიდში დაიდებს ბინას და ყოველწლიურად გადაეცემა მშვიდობის აქტივისტს.

ღონისძიება ჩატარდა ავსტრიის რესპუბლიკის საელჩოსთან საქართველოში თანამშრომლობითა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის პატრონაჟით. პრემიის მხარდამჭერები იყვნენ: ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის ინსტიტუტი / ჰააგის მოქმედება ტრანსფორმაციისთვის / კავკასიის ოფისი; გამომცემლობა „ინტელექტი“ ; ქალთა ქსელი მშვიდობისთვის / ბონი.