Logo ISNC
en

კონფლიქტების მშვიდობიანი გადაჭრა

Peaceful Resolution of Conflicts
13.04.2023

შვეიცარია განაგრძობს რეგიონში არსებული კონფლიქტების მშვიდობიან გადაჭრაზე მიმართული ღონისძიებების მხარდაჭერას. ამჯერად, 6-8 აპრილს, ბოლოდროინდელი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოვლენების კონფლიქტებზე გავლენისა და საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში არსებული ვითარების განსახილველად, პარლამენტის, მთავრობის, საექსპერტო და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები შეიკრიბნენ.

სამუშაო შეხვედრა, პროექტის "საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი ტრანსფორმაციისთვის შიდა დიალოგის გაძლიერება" ფარგლებში, კავკასიური სახლის, ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტისა და ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის ორგანიზებით გაიმართა.

რთული გეოპოლიტიკური ვითარებისა და პოლიტიკური პოლარიზაციის პირობების გათვალისწინებით, მონაწილეებმა დაადასტურეს კონფლიქტებთან მიმართებაში პოზიციების შეჯერებისა და ერთიანი ეროვნული მიდგომების ჩამოყალიბების აუცილებლობა, უწყვეტი შიდა დიალოგის საფუძველზე.

აღნიშნული პროექტის მხარდამჭერია შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტი.