Logo ISNC
en

კონფერენცია თემაზე: კონფლიქტების მოგვარების პოლიტიკა: ხელისუფლებისა და საზოგადოების როლი და პასუხისმგებლობა“.

შეხვედრა
29.07.2024

2015 წლის 23 აპრილს ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის, დევნილთა არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელ „სინერგიის“ და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ორგანიზებით გამართა შეხვედრა თემაზე: “კონფლიქტების მოგვარების პოლიტიკა: ხელისუფლებისა და საზოგადოების როლი და პასუხისმგებლობა“. 

შეხვედრა, მიზნად ისახავდა საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში შექმნილი ვითარების განხილვასა და კონფლიქტების მოგვარების პოლიტიკის გამოწვევებისა და შესაძლებლობების შეფასებას. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ხელისუფლების, სახალხო დამცველისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა რომლებმაც იმსჯელეს უკვე გადადგმულ ნაბიჯებსა და სამომავლო ღონისძიებებზე, რომელიც კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებისა და პრაქტიკულ მიდგომების ჩამოყალიბებას ემსახურება. შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის ხელმძღვანელი ნინო კალანდარიშვილი, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში ალექსანდრა მერიჰოლჰოლი, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე შერიგებისა და თანასწორობის საკითებში ქეთევან ციხელაშვილი, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე გია ვოლსკი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია და სხვ. 

დამსწრე საზოგადოებას წარედგინა „ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტისა“ და „კავკასიური სახლის“ მიერ მომზადებული დოკუმენტის „კონფლიქტები საქართველოში: მიმდინარე ეტაპის თავისებურებები და ამოცანები“. დოკუმენტში გაანალიზებულია არსებული ვითარება კონფლიქტურ რეგიონებთან მიმართებაში და წარმოდგენილია რეკომენდაციები საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის. ღონისძიება ჩატარდა დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის - „სინერგია - დევნილთა გაძლიერება ჩართულობისა და თანამშრომლობის გზით“ - ფარგლებში .