განათლება შერიგებისთვის

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის მასწავლებლებმა განახორციელეს ტრენინგთა სერია, სადაც მონაწილეობას იღებდნენ როგორც ადგილობრივი, ისე გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების სკოლების დევნილი მასწავლებლები და მოსწავლეები. შეხვედრები გაიმართა როგორც ონლაინ, ისე ფიზიკურ სივრცეში.
მენტორი მასწავლებლებისა და მოწვეული ტრენერის მხრიდან მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია სამშვიდობო განათლების, მშვიდობის მშენებლობისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების თაობაზე.
შეხვედრების ფარგლებში მოსწავლეები მონაწილეობდნენ სხვადასხვა შემეცნებით და გასართობ ღონისძიებებში. ასევე, გაიმართა ფილმის ჩვენება და დისკუსია.
მოსწავლეებმა მასწავლებლებთან ერთად შეიმუშავეს პროექტ-იდეები, რომლებსაც თავად განახორციელებენ საკუთარ სკოლებში.
შეხვედრები გაიმართა პროექტ „განათლება შერიგებისთვის“ ფარგლებში, რომელსაც ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტი ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერით ახორციელებს.
პროექტის ფარგლებში მასწავლებლები მონაწილეობდნენ ტრენინგების ციკლში, რომელთა განმავლობაშიც ინფორმაცია მიიღეს სამშვიდობო განათლებისა და კონფლიქტ-სენსიტიული მიდგომების თაობაზე. ამასთანავე, შეისწავლეს თუ როგორ შეიმუშაონ და განახორციელონ სამშვიდობო ინიციატივები. საბოლოო ეტაპზე მათ საშუალება ჰქონდათ შიდა დაფინანსებით თავად განეხორციელებინათ სკოლებში საკუთარი სამშვიდობო ინიციატივები.




