Logo ISNC
en

ერთად მშვიდობისთვის - შეხევდრა სოფელ ოძისში

ერთად მშვიდობისთვის - შეხევდრა სოფელ ოძისში
16.05.2023

16 მაისს, სოფელ ოძისის სკოლაში გაიმართა შეხვედრა - „ერთად მშვიდობისთვის“, რომლის ფარგლებშიც პროექტ „განათლება შერიგებისთვის“ მონაწილე მასწავლებლებმა სკოლის მოსწავლეებთან, მშობლებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ისაუბრეს მშვიდობის მშენებლობაზე, კონფლიქტის შედეგად არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე, მათი მშვიდობიანი გზით მოგვარების ხერხებზე.

გაიმართა ფილმის - „იარაღად ქცეული ისტორია“ ჩვენება და დისკუსია.

შეხვედრა ჩატარდა პროექტ „განათლება შერიგებისთვის“ ფარგლებში, რომელსაც ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტი ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერით ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში მასწავლებლები მონაწილეობდნენ ტრენინგების ციკლში, რომელთა განმავლობაშიც ინფორმაცია მიიღეს სამშვიდობო განათლებისა და კონფლიქტ-სენსიტიული მიდგომების თაობაზე. ამასთანავე, შეისწავლეს თუ როგორ შეიმუშაონ და განახორციელონ სამშვიდობო ინიციატივები. საბოლოო ეტაპზე მათ საშუალება ჰქონდათ შიდა დაფინანსებით თავად განეხორციელებინათ სკოლებში საკუთარი სამშვიდობო ინიციატივები.