ახალგაზრდული ქსელის სამუშაო შეხევედრა

31.07.2025
ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის (ISNC) პროექტის ,,ახალგაზრდული სამშვიდობო ინიციატივები" ფარგლებში გაიმართა ,,მე-16 ელემენტის" წევრებთან სამუშაო შეხევდრა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ქსელის ახალი წევრები, რომლებსაც მე-16 ელემენტის წარმომადგენლებმა გააცნეს ქსელის მისია და ღირებულებები, ასევე მათ მიერ განხორციელებული ძირითადი აქტივობების შესახებ ინფორმაცია.
ISNC-ის გუნდიუს წევრებთან ერთად განხილული იქნა სამშვიდობო პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობის შესაძლებლობები და გამოწვევები.




