თქვენს წინაშეა ოთარ კობახიძის კვლევა "თბილისი, ცხინვალი, მოსკოვი - ორი ათწლეული აგვისტოს ომამდე" კვლევა მიზნად ისახავს „ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის“ პროექტის „ქართულ-ოსური კონფლიქტის დროითი წრფივი (1989-2008): დოკუმენტები წარსულის გახსენებისა და ანალიზისათვის“ ფარგლებში თავმოყრილ ასობით დოკუმენტსა და საარქივო მასალაზე, ასევე სხვა წყაროებზე დაყრდნობით მიმოიხილოს 1989-2008 წლებში ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მიმდინარე კონფლიქტის ტრანსფორმაცია, რომელსაც 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომი მოჰყვა. საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლო წლებში აღმოცენებული დაპირისპირება, რომელიც ლინგვისტური საკითხით დაიწყო, მალევე მნიშვნელოვნად გასცდა ენობრივ პრობლემას და 2008 წლამდე არაერთხელ გადაიზარდა შეიარაღებულ დაპირისპირებაში. ნაშრომში ასევე წარმოადგენს ამ ოცწლიანი მრავალჯერ ტრანსფორმირებული ეპოქის პერიოდიზაციის მცდელობაც.
სტული ტექსტი იხ: http://isnc.ge/index.php/site/edition_detail/1/25