ერთობლივი მოქმედება ერთმანეთის გასაძლიერებლად
ქსელი „სინერგია“ ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა პრობლემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების გაერთიანებაა, რომლის უმრავლესობას საქართველოს რეგიონებსა და თბილისში მოქმედი აფხაზეთიდან დევნილთა არასამთავრობო ორგანიზაციები წარმოადგენენ.
ქსელი ბრიტანული საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია“ შერიგების რესურსების“ ხელშეწყობით 8 წელიწადია რაც ფუნქციონირებს. ქსელი ღიაა და გამჭვირვალეა თანამშრომლობისათვის ყველასთან, ვინც იზიარებს მის მთავარ პრინციპებს:
- კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების უალტერნატივობა;
- იძულებით გადაადგილებული პირების სამოქალაქო ინტერესების დაცვა და მათი საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა;
პრინციპებიდან გამომდინარე, ქსელი მოწოდებულია ხელი შეუწყოსქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის გააქტიურებას, კონფლიქტების მშვიდობიანი გზით დარეგულირებას, სამშვიდობო ინიციატივების გავრცელებასა და დამკვიდრებას.
ქსელი ”სინერგია” დღეის მდგომარეობით აერთიანებს დევნილთა საკითხებზე მომუშავე 18 არასამთავრობო ორგანიზაციას.
ქსელის წევრი ორგანიზაციები ერთობლივად, ქსელური მუშაობის პრინციპიდან გამომდინარე, და ასევე ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად, შემდეგი მიმართულებებით მუშაობენ:
კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირების ხედვების, რეკმენდაციების, მიმართვების შემუშავება, მათი საზოგადოებაში გავრცელება და ხელისუფლების, პოლიტიკური პარტიებისათვის მიწოდება;
- ქართულ-ახაზური კონფლიქტის განხილვისა და მშვიდობიანი გადაწყვეტის პროცესებში დევნილთა ჩართულობა და მათი გავლენის გაძლიერება.
- დევნილებისათვის საზოგადოებრივი აქტივობების ფორმებისა და სამოქალაქო ინტერესების დაცვის გზებისა და მეთოდების სწავლება;
- იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალური და სამოქალაქო ინტერესების ლობირება სამთავრობო სტრუქტურების წინაშე. ხელისუფლებასა და დევნილებს შორის დიალოგისა და ორმხრივი თანამშრომლობის განვითარება;
- ქსელური შეხვედრები და ინფორმაციის გაცვლა დედაქალაქსა და რეგიონებში არსებულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ვითარებაზე და შესაბამისი სტრატეგიების შემუშავება;
- ტრენინგ-სემინარები:
ახალგაზრდებისათვის;
ყოფილი მეომრებისათვის;
ქალებისათვის;
ქსელი ჩართულია დევნილთა განსახლების სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესში, აქტიურად ახდენს დევნილთა ინტერესების ადვოკატირებას, ლობირებს მათ ინტერესებს და კონკრეტული პროექტებით ეხმარება მათ მთელი რიგი სოციალური და ყოფითი პრობლემების გადაწყვეტაში.
ქსელი გამოსცემს გაზეთს „სინერგია“, რომელიც გამოდის როგორც გაზეთ „რეზონანსის“ ყოველთვიური დამატება.
ქსელის მოქმედებების სტრატეგიის განმსაზღვრელია ადვოკატირების ჯგუფი, ამ ჯგუფის მიზანია ქსელური მუშაობის ძირითადი აქტივობების გამოკვეთა და ადვოკატირების, ხოლო შემდგომში ლობირების, მექანიზმების შემუშავება და ქსელური განხილვის შედეგად, შესაბამის სტრუქტურებზე ზემოქმედება