ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის (ISNC) მისიაა კონფლიქტების ბუნების შესწავლა, კონფლიქტების ტრანსფორმაციისათვის რეკომენდაციებისა და ხედვების შემუშავება და კონფლიქტების მშვიდობიანი დარებულირების გზების მოძიება. ორგანიზაციის ძირითადი ყურადრება დათმობილია ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ კონფლიქტზე.
ISNC დააფუძნეს სამოქალაქო აქტივისტებმა, რომლებიც მანამდე მუშაობდნენ განვითარებისა და თანამსრომლობის ცენტრში-პლურალიზმის ცენტრში. ამ ორგანიზაციაში მათ კონფლიქტებისა და დევნილების მიმართულება მიყავდათ. ინსტიტუტის ცალკე სტრუქტურად გამოყოფის შედეგად მათ მოახდინეს მთელი ძალისხმევის ფოკუსირება კონკრეტულად კონფლიქტისა და კონფლიქტით დაზარალებული საზოგადოებების პრობლემებზე.
ინსტიტუტის თანამშრომლები ახდენენ დევნილთა არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელის „სინერგიის“ მუშაობის კოორდინირებას და ხელს უწყობდნენ მის ფუნქციონირებას. დღეისათვის ქსელ „სინერგიას“ აქვს დევნილთა პრობლემატიკაზე
მუშაობის უნიკალური გამოცდილება - დევნილთა საკითხებზე თავად დევნილი სამოქალაქო აქტივისტები მუშაობენ. ქსელის წევრია 18 არასამთავრობო ორგანიზაცია.