Logo ISNC
en

სტუდენტური ესეების კონკურსი

სტ
07.11.2025

ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტი“ (ISNC), პროექტის - „წარსულთან გამკლავების პრაქტიკის გადააზდება“ - აცხადებს სტუდენტური ესეების კონკურსს ქართულოსური კონფლიქტის თემაზე. 

კონკურსის მიზანია ახალგაზრდების დაინტერესება საქართველოში კონფლიქტების კუთხით არსებული მდგომარეობით, კონფლიქტის შესწავლისა და ანალიზის ცოდნისა და უნარების განვითარება და საარქივო მასალებთან მუშაობის გამოცდილების გაძლიერება. ამ მიზნით, ორგანიზაციამ შექმნა ელექტრონული რესურსი - „ქართულ-ოსური კონფლიქტის დროითი წრფივი“ ( ) რომელიც აერთიანებს ქართულ-ოსური კონფლიქტის უმნიშვნელოვანესი მონაკვეთის - XX საუკუნის 80-იანი წლებიდან 2008 წ. 7 აგვისტომდე - სხვადახვა რიგის დოკუმენტებსა და მნიშვნელოვან საგაზეთო პუბლიკაციებს, რომლებიც ქრონოლოგიურადაა დალაგებული. 

ამ პერიოდის დოკუმენტები და სხვა სახის ტექსტები შედარებით ნაკლებად არის ხელმისაწვდომი როგორც ახალგაზრდა მკვლევარების, ასევე, კონფლიქტებით დაინტერესებული პირებისთვის. დოკუმენტებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას ემსახურება დროით წრფივზე, გამოქვეყნების დროების ზუსტი დაცვით, განლაგებული ეს მასალა, რომლის გარეშე ქართულოსური კონფლიქტის დინამიკისა და გენეზისის სრული სურათის დანახვა და ანალიზი პრაქტიკულად შეუძლებელია. 

კონკურსის პირობები: 

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს 18-დან 28 წლამდე განათლების საბაკალავრო ან სამაგისტრო საფეხურზე მყოფ ნებისმიერი პროფილის სტუდენტს ან, ამავე ასაკის ნებისმიერ ახალგაზრდას განათლების საბაკალავრო ან სამაგისტრო საფეხურის დასრულებიდან არა უგვიანეს 2 წლისა.

 თემატური პირობები:

 • საკონკურსო ესე უნდა ეხებოდეს ქართულ-ოსური კონფლიქტის თემას; 

• უნდა მოიცავდეს 1977-2008 წლის მოვლენებს; 

• ესეს მომზადების პროცესში გამოყენებული უნდა იყოს მასალები პროექტის ფარგლებში შემუშავებული საარქივო მასალიდან - „ქართულ-ოსური კონფლიქტის დროითი წრფივი“ (ლინკი - https://www.sutori.com/story/k-art-ul-osuri-konp-lik-ti-isnc-- 746R3FMiftYruKBSnkEUAodd); 

• კონკურსის მონაწილეებს, ესეების მომზადების პროცესში, შეუძლიათ ისარგებლონ კონფლიქტის ტრანსფორმაციის ექსპერტის თემატური კონსულტაციით. კონსულტაციის მისაღებად, აუცილებელია წინასწარ აცნობოთ კონსულტანტს და ჩანიშნოთ შეხვედრა ონლაინ, ან გაიაროთ კონსულტაცია მეილზე (შეკითხვების გაგზავნის საშუალებით).

ტექნიკური პირობები 

ესე უნდა აკმაყოფილებდეს არგუმენტირებული ნაშრომის კრიტერიუმებს, საჭიროების შემთხვევაში, შეიცავდეს ციტირებებს და ერთვოდეს გამოყენებული ლიტერატურის სია. ნაშრომის სავარაუდო სტრუქტურა: 

• სათაური; 

• შესავალი (ზოგადი ანალიზი); 

• თეზისის წარდგენა და არგუმენტირება (ავტორის შეხედულების ჩამოყალიბება) 

• დასკვნა (შეჯამება);

 • გამოყენებული ლიტერატურის სია. 

კონკურსის ეტაპები: 

ეტაპი 1: განაცხადის შევსება კონკურსში მონაწილეობის შესახებ (უნდა შეიცავდეს განმცხადებლის სახელს, გვარს, ასაკს, განათლების შესახებ ინფორმაციას, ესეს სავარაუდო დასახელებას, საკონტაქტო ინფორმაციას, დასტურს ესეს ორგანიზაციის ვებგვერდზე განთავსების თაობაზე (იხ. ლინკი: https://forms.gle/vSA7dcxsz6Rc6KmHA ) - განაცხადის შევსების ბოლო ვადაა - 19 ივლისი. 

ეტაპი 2: ესეს მომზადებისა და კონსულტაციის პერიოდი - ვადები. გამოგზავნის თარიღი - 30 აგვისტო. 

ეტაპი 3: შეფასება და გამარჯვებული ესეების გამოვლენა - 10 სექტემბერი.

პრიზი

 საკონკურსო კომისია გამოავლენს 3 გამარჯვებულს, რომლებსაც გადაეცემათ ჰონორარები 

1. პირველი ადგილი - 250 ევრო; 

2. მეორე ადგილი - 200 ევრო; 

3. მესამე ადგილი - 150 ევრო.

 

 ნაშრომის კრიტერიუმები 

• ფურცლის ზომა - A4; 

• ველი - მაღლა და დაბლა - 2 სმ; მარჯვნივ და მარცხნივ - 2,5 სმ. 

• შრიფტი - უნიკოდი (Sylfaen) 

• შრიფტის ზომა -12; 

• სტრიქონებს შორის მანძილი -1,15;

 • გვერდების რაოდენობა - 3-5 გვერდი. 

 

შეფასების კრიტერიუმები: 

• წინასწარ გაწერილ თემატურ კრიტერიუმებთან თანხვედრა (იხ. ზემოთ); 

• საკითხის სიღრმისეული გააზრება;

 • ანალიზი და არგუმენტირება; 

• გამართული სტრუქტურა;

 • წერის კულტურა; 

• ინოვაციურობა. 

გთხოვთ, ესეები გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: info@isnc.ge პლაგიატის დადგენის შემთხვევაში, საკონკურსო კომისია ნაშრომს არ განიხილავს.