Logo ISNC
en

აფხაზთა მუჰაჯირობა

აფხაზთა მუჰაჯირობა
07.11.2025

მუჰაჯირობის ტრავმა დღემდე აქტუალური და ცოცხალია აფხაზურ საზოგადოებაში. აღნიშნულზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ სოხუმში შავი ზღვის მიმდებარე ტერიტორია „მუჰაჯირების სანაპიროდ“ იწოდება. ამასთან, 2010 წელს მუჰაჯირობის ტრაგედიის აღსანიშნავად დაიდგა ძეგლი, რომელზეც გამოსახულია ცხენზე მჯდომი ადამიანი, რომელიც ზღვაში იძირება და გადარჩენისთვის იბრძვის. იმისთვის, რომ უკეთ ვიცნობდეთ აფხაზურ საზოგადოებას, აუცილებელია ვიცოდეთ თუ რა მოვლენა იყო მუჰაჯირობა, როგორ მოხდა რუსეთის იმპერიის მიერ ათობით ათასი აფხაზის ოსმალეთის იმპერიაში გადასახლება და რა მნიშვნელობა აქვს მუჰაჯირობის ტრავმას თანამედროვე აფხაზური კოლექტიური აზროვნების ჩამოყალიბებაში. პროექტის ,,ახალგაზრდული სამშვიდობო ინიციატივების" ფარგლებში მე-16 ელემენტის წევრები თემურ თექთუმანიძე და თაია წიკლაური გვთავაზობენ ბლოგს ,,აფხაზთა მუჰაჯირობა".