ანდრეას ჰალბიგის ნაშრომი

„ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის” სტაჟიორის ანდრეას ჰალბიგის ნაშრომი - „ორი ინიციატივის შესწავლა ფრანკო-გერმანული შერიგების პროცესში და მათი შედარება სამოქალაქო საზოგადოების მიმდინარე ინიციატივებთან ქართულ-აფხაზურ და ქართულ-სამხრეთ ოსურ კონტექსტში“.
„ნაშრომის პირველ ნაწილში დეტალურად განხილულია შერიგების ცნება. მეორე ნაწილში კი კონცეფცია წარმოჩინდება ფრანკო-გერმანული ომის შემდგომი ეპოქის საფუძველზე. შერიგების სრული სურათის შექმნის მიზნით განხილული იქნება ორი ცნობილი შერიგების ინიციატივა, კერძოდ ფრანკო-გერმანიის ახალგაზრდული ოფისი და ტელეარხი ARTE. მესამე ნაწილში ყურადღება გამახვილდება ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ სიტუაციებზე. განხილული იქნება მსგავსება და განსხვავებები ფრანკო-გერმანულ პროცესთან შედარებით და წარმოდგენილი იქნება რეკომენდაციები წარმატებული შერიგებისთვის“.





