ყოველწლიური „ სამშვიდობო პრემია ახალგაზრდა ქალებისათვის კავკასიაში“ წელს ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის თანამშრომელს ელიკო ბენდელიანს გადაეცა.
დაჯილდოვების ცერემონია, 7 სექტემბერს ქ. ერევანში გაიმართა, არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატია დღეს“ ორგანიზებით.
პრემია ცნობილი სომეხი უფლებადამცველის და მშვიდობისმყოფელის, ანაიტ ბაინდურის სახელს ატარებს. რომელსაც 1992 წელს, მიენიჭა ულოფ პალმეს სახელობის საერთაშორისო პრესტიჟული პრემია მშვიდობის მშენებლობის დარგში. პრემია უკვე ხუთი წელიწადია მშვიდობის მშენებლობის საკითხებზე მომუშავე ახალგაზრდა ქალებს გადაეცემათ, პრემიის ლაურიატი ამ დრომდე 14 ქალია სხვადასხვა ქვეყნიდან.
წელს პრემიით დაჯილდოვდა:
ხაიდა ოდატსი - (სირია)
ხედა ომარხაზიევა - (ჩეჩნეთი)
ელიკო ბენდელიანი - (საქართველო)