ამა წლის 20-21 სექტემბერს, სასტუმრო ბეტსი-ში ტარდება ქართულ-სომხური საექსპერტო დიალოგის VI შეხვედრა სომეხი და ქართველი ექსპერტების მონაწილეობით: „საქართველო-სომხეთის ურთიერთობები: საკონსტიტუციო რეფორმები და საარჩევნო პროცესები“
შეხვედრა წარმოადგენს „ქართულ-სომხური საექსპერტო დიალოგის“ ფორმატის მეექვსე ღონისძიებას, რომლის ძირითადი საკითხებია ორ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შედარებითი ანალიზი, საკონსტიტუციო რეფორმები და საარჩევნო პროცესები. კონფერენცია დახურულია და ტარდება „ჩეთემ ჰაუსის“ პრინციპით .
„ქართულ-სომხური საექსპერტო დიალოგი“ ითვალისწინებს თემატური სემინარების, შეხვედრებისა და კონფერენციების ციკლის ჩატარებას და ორმხრივი საექსპერტო თანამშრომლობისათვის მუდმივმოქმედი ფორმატის სახის მიცემას..
ქართული მხრიდან წამყვანი ორგანიზაცია არის ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტი, ხოლო სომხური მხრიდან - კავკასიის ინსტიტუტი. შეხვედრა ტარდება ფრიდრიჰ ნაუმანის ფონდის კავკასიის ბიუროს ხელშეწყობით