2017 წლის 5 მაისს, ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის (ISNC) ორგანიზებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე:
„კულტურული მემკვიდრეობა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში : სახელმწიფო პოლიტიკის გამოწვევები“
შეხვედრაზე მომხსენებლად მოწვეული იყვნენ:
ზურაბ ბრაგვაძე - არქეოლოგი, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი
ნიკოლოზ თუშაბრამიშვილი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი
შეხვედრას მადერაციას უწევდა ნინო კალანდარიშვილi - ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარე..
მრგვალ მაგიდაზე განხილულ იქნა, პრობლემები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რა სტანდარტებით ხდება ადგილებზე რესტავრაცია-რეაბილიტაცია და აღრიცხვა, რა პრობლემებია საკადრო პოლიტიკის მხრივ. დარგის წინაშე მდგარი გამოწვევები: ქართული სახელმწიფოს პასუხისმგებლობები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პროფესიული გაერთიანებების ჩართულობა.
შეხვედრას ესწრებოდნენ დარგის სპეციალისტები და საკითხით დაინტერესებული ადამიანები.
მრგვალი მაგიდა ჩატარდა UNDP-EU ერთობლივი ინიციატივის, COBERM მიერ დაფინანსებული პროექტის: “პროფესიული ურთიერთობების განახლება მეცნიერებისა და კულტურის საშუალებით” ფარგლებში.