17 დეკემბერს,ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტისა და „კავკასიური სახლის“ ორგანიზებით ქ. მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა მრგვალი მაგიდა: „რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევები და კონფლიქტები სამხრეთ კავკასიაში“.
შეხვედრაზე მომხსენებლად მოწვეული იყვნენ:
არჩილ გეგეშიძე - პოლიტიკის ანალიტიკოსი;
ბექა ბაჯელიძე - ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR) კავკასიის პროგრამის დირექტორი;
ლეილა სულეიმანოვა - აზერბაიჯანელ ქალთა კავშირის ხელმძღვანელი.
მრგვალ მაგიდაზე განხილულ იქნა სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარება. ძირითადი აქცენტები გაკეთდა ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსური კონფლიქტებზე, ასევე ყარაბახის კონფლიქტზე, როგორც დღეისათვის არსებული სიტუაციის, ასევე რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევების კუთხით.
შეხვედრის მონაწილეებმა ასევე განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება და ის გამოწვევები რომლის წინაშეც რეგიონში მცხოვრები მოსახლეობა დგას.
დისკუსია ჩატარდა პროექტის "სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ახალი არქიტექტურის ფორმირება’’ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.