ბერტა ფონ ზუტნერის სახელობის მშვიდობის პრიზის პირველი გამარჯვებული ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის ხელმძღვანელი ნინო კალანდარიშვილი გახდა.
ბერტა ფონ ზუტნერი იყო ევროპელი მშვიდობისმყოფელი და მწერალი, რომელიც საქართველოში ცხოვრების შედეგად იქცა პაციფისტად. იგი იყო პირველი ქალი, რომელიც 1905 წელს გახდა ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში.
მშვიდობის პრემია არის პირველი ჯილდო საქართველოში მშვიდობის დარგში, რომელიც სიმბოლურად ზუგდიდში დაიდებს ბინას და ყოველწლიურად გადაეცემა მშვიდობის აქტივისტს.
ღონისძიება ჩატარდა ავსტრიის რესპუბლიკის საელჩოსთან საქართველოში თანამშრომლობითა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის პატრონაჟით. პრემიის მხარდამჭერები იყვნენ: ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის ინსტიტუტი / ჰააგ; მოქმედება ტრანსფორმაციისთვის / კავკასიის ოფისი; გამომცემლობა „ინტელექტი“ ; ქალთა ქსელი მშვიდობისთვის / ბონი.