თქვენს წინაშეა ნათია ჭანკვეტაძის სტატია: "ქართულ-ოსური კონფლიქტი: ფაქტი, ნარატივი და რისიც გვჯერა" . სტატიის მიზანია 1989 წლიდან 2008 წლამდე ქართულ-ოსური კონფლიქტისა და მისი დარეგულირების ამსახველი საარქივო მასალების გაცნობა, მათზე დაკვირვება და ავტორისთვის საინტერესო პერიოდისა და მოვლენების ანალიზი. სტატია ეფუძნება ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის ინიციატივით განხორციელებული პროექტის „ქართულ - ოსური კონფლიქტის დროითი წრფივი (1989- 2008): დოკუმენტები წარსულის გახსენებისა და ანალიზისათვის” ფარგლებში სუტორზე1 თავმოყრილ საარქივო დოკუმენტებს, საგაზეთო სტატიებს, წერილებს, ხელშეკრულებებს, შეთანხმებებსა და ქართულ-ოსური ურთიერთობის ამსახველ სხვა რელევანტურ ლიტერატურას. პუბლიკაციაზე მუშაობისას ავტორი გაეცნო საარქივო მასალებს და ესაუბრა ქართულ-ოსურ დიალოგში ჩართულ ქართველ და ოს მონაწილეებს.
სრული ტექსტი იხ. http://isnc.ge/index.php/site/edition_detail/1/27