16 ივნისს პროექტის - "წარსულთან გამკლავების პრაქტიკის გადააზარება" - ფარგლებში გაიმართა შეხვედრა თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან და აკადემიურ პერსონალთან. შეხვედრაზე მოწვეულმა ექსპერტებმა - ნინო კალანდარიშვილმა და პაატა ზაქარეიშვილმა - ისაუბრეს ქართულ-ოსური კონფლიქტის კონტექსტში წარსულის გადააზრებისა და წარსულთან გამკლავების აუცილებლობაზე და ამ პროცესში ობიექტური ინფორმაციისა და მიუკერძოვებელი ფაქტების ხელმისაწვდომობის საჭიროებაზე. ექსპერტებმა შეხვედრაზე ასევე წარადგინეს პროექტის ფარგლებში შექმნილი ელექტრონული პორტალი "ქართულ-ოსური კონფლიქტის დროითი წრფივი", რომელიც 1977 წლიდან 2008 წლამდე ქრონოლოგიურად აერთიანებს ქართულ-ოსური ურთიერთობებისა და კონფლიქტის დინამიკასთან დაკავშირებულ საარქივო მასალებს. შეხვედრაზე განხილული თემების ირგვლივ "ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტი" გეგმავს, პროექტის ფარგლებში სტუდენტური ანალიტიკური ესეების კონკურსის გამოცხადებას. კონკურსში მონაწილე სტუდენტებს შეეძლებათ "ქართულ-ოსური კოფნლიქტის დროითი წრფივის" მასალებზე დაყრდნობით გამოიკვლიონ კონკრეტული საკითხები და მოვლენები და საზოგადოებას საკუთარი ხედვაც გააცნონ. საუკეთესო სტატიების ავტორებს გადაეცემათ ჰონორარები