წარმოდგენილი კვლევა მიზნად ისახავს, პირველ რიგში, ინფორმაციის შეგროვებასა და გავრცელებას საქართველოში გამყოფი ხაზის გასწვრივ და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისათვის განათლების ხელმისაწვდომობაზე. ამ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეების ყოფაზე და პრობლემებზე დანარჩენი საქართველოს მოსახლეობას მწირი ინფორმაცია აქვს.