2005 წლის 10-11 ივლისი. სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო კონფერენცია ბათუმში.
2019-06-06 გაზიარება გაზიარება2005 წლის 10-11 ივლისი. სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო კონფერენცია ბათუმში.
საერთაშორისო კონფერენციას სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების თაობაზე, სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულმა რესპუბლიკის ხელისუფლებამ ბოიკოტი გამოუცხადა. პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ქართული მხარე განაგრძობს "აგრესიულ სამშვიდობო პროცესს“. "სხვა ალტერნატივა არ არსებობს ... არ ვაპირებ კიდევ ასი წელი ველოდო კონფლიქტის მოგვარებას“, დასძინა მან. კონფერენციის ჩატარების ადგილს - აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას - სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებისთვის აჭარა დაუმორჩილებელ ადგილობრივ ხელისუფლებაზე კონტროლის დამყარების მაგალითი იყო. მათ კონფერენციაში მონაწილეობაზე უარი იმ ფაქტით ახსნეს, რომ მისი ორგანიზება მხოლოდ ქართულმა მხარემ ითავა. "ეს კონფერენცია დასავლურ აუდიტორიაზე უფროა გათვლილი, ვიდრე ქართული მხარის მისწრაფებებზე მოაგვაროს კონფლიქტი“, განაცხადა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა მურატ ჯიოევმა.