 
                      
12 მარტს, 15 საათზე ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში „კავკასიური სახლისა“ და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის“ ორგანიზებით გაიმართება მრგვალი მაგიდა:
„კონფლიქტები საქართველოში: ახალი გამოწვევების პოლიტიკური და ეკონომიკური ასპექტები“
	 მომხსენებლები:
	არჩილ გეგეშიძე – პოლიტიკის ანალიტიკოსი
	ვახტანგ ლომჯარია – საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ლექტორი
	გიორგი მასალკინი – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი
	 მოდერატორი: გიორგი კანაშვილი – „კავკასიური სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი 
შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდება ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ კონფლიქტებზე. ასევე გაანალიზდება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების შემდეგ, საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი სავაჭრო დერეფნების პოლიტიკური და ეკონომიკური მნიშვნელობა.
	 მისამართი: ვახტანგ გორგასლის ქუჩა 53
	 დასწრება თავისუფალია! 
დისკუსია ტარდება პროექტის “სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ახალი არქიტექტურის ფორმირება’’ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით
