ახალგაზრდული ინიცაიტივები მშვიდობისთვის

„ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტი“ –ს პროექტის „ახალგაზრდული ინიციატივები მშვიდობისთვის“ ფარგლებში დაბა ბაკურიანში სამდღიანისემინარი გაიმართა.

პროექტის მიზნია ახალგაზრდების ცნობიერების და ჩართულობის დონის ამაღლების ხელშეწყობა მშვიდობის მშენებლობის საკითხებში. სემინარი კი ორ ძირითად ამოცანას ისახავდა მიზნად:

  • ახალგაზრდებისთვის კონფლიქტებისა და მშვიდობის მშენებლობის საკითხებზე პრაქტიკული და თეორიული ასპექტების გაზიარება;
  • კონკრეტული სამშვიდობო ინიციატივების შემუშავება.

სემინარში მონაწილეობას ღებულობდა კონკურსის გზით შერჩეული კონფლიქტებისა და მშვიდობის მშენებლობის საკითხებზე მუშაობით დაინტერესებულ აქტიური ახალგაზრდები თბილისიდან და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან

სემინარი ჩატარდა ორგანიზაცია „შერიგების რესურსებთან“ თნამშრომლობით მრავალწლიანი პროგრამის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება დიდი ბრიტანეთის „კონფლიქტის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდის“, შვეიცარიის საგარეო საქმეთ ფედერალური დეპარტამენტისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით