შეხვედრები ქ. ხარკოვში სამოქალაქო საზოგადმოები წარმომადგენლებთან

2015 წლის 14 – 22 აპრილს ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტიუტის თანამშრომელი ელიკო ბენდებიანი, კავკასიური სახლის წარმომადგენელი გიორგი კანაშვილი, მაია ურუშაძე და რადიო თავისუფლების ჟურნალისტი გოგა აფციაური იმყოფებოდნენ უკრაინაში ადგილზე არსებული ვითარების შესწავლისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ქ. კიევშ, ქ. ხარკოვსა და ქ. ლვოვოში.

16 აპრილს ქ. ხარკოვში პირველი შეხვედრა გაიმართა ადგილობრივი დემოკრატიის ფონდის ერთ-ერთ ხელმძღვანელთან - ალიონა კოპინთან, რომელმაც ქართველ ექსპერტებს ინფორმაცია მიაწოდა ხარკოვში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით და მოკლედ აღწერა იძულებით გადაადგილებული პირების მდგომარეობა ხარკოვის რეგიონში. მან იმ გამოწვევებსა და პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება რომლის წინაშეც დგას მოსახლეობის ეს მოწყვლადი ნაწილი. მან ასევე ისაუბრა მათ პროექტზე „დიალოგი მშვიდობისათვის“ რომელიც ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და დებატების კულტურის დანერგვას ისახავს მიზნად.

ადამიანის უფლებების კუთხით რეგიონში არსებულ ვითარებასა და იძულებით გადაადგილებული პირებისა და სამხედრო მოქმედებებში მონაწილეების უფლებების დაცვასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა ხარკოვის რეგიონის ომბუცმენის მოვალეობის შემსრულებელი - ევგენი შაპოვალი და ხარკოვის ადამიანის უფლებების დამცველი ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერი - ლიუდმილა კლოჩკოსთან.

ხარკოვის კრიზისულ ცენტრში კი დღის ბოლოს გაიმართა შეხვედრა საქართველოდან ჩასულ ექსპერტებთან, შეხვედრას ესწრებოდნენ ხარკოვის არასამთავრობო სექტორის, აკადენიური წრეების წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისცები და ჟურნალისტები. სტუმრებმა გაუზიარეს იქ შეკრებილ საზოგადოებას საქართველოს გამოცდილება იძულებით გადაადგლებულ პირებთან და ოკუპირებული ტერიტორიების მიმართებაში. თავის მხრივ, დისკუსიის დროს ქართველმა ექსპერტებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია უკრაინაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, ყურადღება გაამახვილეს იმ სტრატეგიებზე რომელიც უნდა ჰქონდეს უკრაინას იძულებით გადაადგილებული პირებისა და ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ. ასევე ყურადღება დაეთმო საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს და ამ რეფორმების უკრაინაში დანერგვის თემას. შეხვედრამ ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა და ის ორ საათზე მეტზხანს გაგრძელდა.

17 აპრილს გაიმართა შეხვედრა საერთაშორისო აღორძინების ფონდის აღმოსავლეთ უკრაინის რეგიონალურ კოორდინატორთან - ოლენა როზსკაზოვასთან. მან ინფორმაცია მიაწოდა სტუმრებს ფონდის საქმიანობასა და იმ პროექტებზე რომელიც მიართულია ხარკოვის რეგიონში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირების მიმართ, რომელთა რაოდენობა ხარკოვის რეგიონში ოფიციალური ინფორმაციით 160 ათასს შეადგე. მათთვის ასევე საინტერესო აღმოჩნდა საქართველოს გამოცდილება ამ მიმართულებით გამოცდილების გაზიარებისა და სამომავლო თანამშრომლობის სავარაუდო საკითხებზე გამახვილდა ყურადღება.

განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა შეხვედრები მოხალისეების მიერ ორგანიზებულ ფონდებთან. ესენია საქველმოქმედო ფონდი ,,მშვიდობა და წესრიგი“ რომელიც უკრაინულ ჯარისკაცებს ეხმარება საკვებითა და ტანსაცმლითა და ყველა საჭირო ინვენტარით და მეორე მხრივ გახსნილი აქვს ცხელი ხაზი იძულებით გადაადგილებული პირებისთვის, რომელიც ყველა საჭირო ინფორმაციას აწვდის მათ მათ შორის უწევენ უფასო იურიდიული საკონსულტაციას, და მოხალისეთა ფონდი - სადგური ,,ხარკოვის“ ოფისში რომლებიც დევნილებს ეხმარებიან, პირველადი მოხმარების ნივთებით, საცხოვრებლისა და სამსახურის მოძიებაში ასევე უწევენ ფსიქოლოგიურ დახმარებას. ქართველ ექსპერტებს მიეცად შესაძლებლობა პირადად ენახათ მუშაობის პროცესი და გასაუბრებოდნენ მოხალისეებს რომელთა დიდი ნაწილი თავად იძულებით გადაადგილებული პირი აღმოჩნდა.

ხარკოვში ქართველი ექსპერტების ვიზიტი გაშუქდა მედია საშუალებებით მათ შორის ადგილობრივმა ტელევიზიაში სადაც მიწვეული იყვნენ ელიკო ბენდელიანი და გიორგი კანაშვილი