არასამთავრობო ორგანიზაცია „საუნჯე“ არჩევნებს ზუგდიდსა და ფოთში დააკვირდება

ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის (ISNC) პროექტის სინერგია - დევნილთაგაძლიერებამონაწილეობისადათანამშრომლობისგზითფარგლებში."

„ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია „საუნჯე“, რომელიც ძირითადად ზუგდიდში საქმიანობს, 2014 წლის 15 ივნისის თვითმმართველობის არჩევნებს 35 დამკვირვებლის საშუალებით დააკვირდება.

„საუნჯეს“ სადამკვირვებლო მისიას ეყოლება 30 სტაციონალური დამკვირვებელი და ოთხი მობილური ჯგუფი #67 ქალაქ ზუგდიდის, #67.01 ზუგდიდის თემის და #70 ფოთის საარჩევნო ოლქებში. “საუნჯე“ ერთადერთი ადგილობრივი ორგანიზაციაა რომელიც არჩევნებს დააკვირდება სამეგრელოს რეგიონში.

შერჩეული საარჩევნო უბნების ნაწილზე რეგისტრირებული ამომრჩევლების დიდი ნაწილი დევნილი ამომრჩევლები არიან. მთლიანობაში, ორგანიზაციის მიერ შერჩეული უბნებზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 41684-ია, რაც სამივე ოლქში არსებული (160684 ამომრჩეველი) ამომრჩევლების 25,95%-ს შეადგენს.

15 ივნისს მთელი დღის განმავლობაში „საუნჯეს“ წარმოამადგენლები ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრიდან მიაწვდიან საზოგადოებას ინფორმაციას კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობის და შედეგების შეჯამების შესახებ. საჭიროების შემთხვევაში, „საუნჯე“ სათანადო რეაგირებას მოახდენს საარჩევნო დარღვევებზე და გაასაჩირვებს მათ ზემდგომ საარჩევნო ადმინისტრაციასა და სასამართლოში.