მრგვალი მაგიდა ახალციხეში: რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევები და კონფლიქტები სამხრეთ კავკასიაში

25 მარტს,  ქ. ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში„ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტისა“ და „კავკასიური სახლის“ ორგანიზებით გაიმართება მრგვალი მაგიდა თემაზე:

„რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევები და კონფლიქტები სამხრეთკავკასიაში“

შეხვედრაზე მომხსენებლად მოწვეული იყვნენ :

პაატა ზაქარეიშვილი - კონფლიქტოლოგი

ბექა ბაჯელიძე - (IWPR) კავკასიის პროგრამის დირექტორი.

გიორგი ანდღულაძე - „დემოკრატ მესხთა კავშირის“ აღმასრულებელი დირექტორი

შეხვედრას მადერაციას უწევდა ნინო კალანდარიშვილმა - ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარემ.

მრგვალ მაგიდას ესწრებოდა  ახალციხესა და ახალქალაქში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების, სათემო კავშირების, სამცხე-ჯავახეთის  მუნიციპალიტეტისა და მედია საშუალებების წარმომადგენლები.

შეხვედრაზე განხილულ იქნა სამხრეთ კავკასიის კონფლიქტები, როგორც დღეისათვის არსებული სიტუაციის, ასევე რეგიონული უსაფრთხოების კუთხით. მომხსენებლებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს საქართველოში არსებულ კონფლიქტებს და ბოლო წლებში არსებული დინამიკა.

დისკუსია ჩატარდა პროექტის “სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ახალი არქიტექტურის ფორმირება’’ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით