მრგვალი მაგიდა ზუგდიდში: კონფლიქტები საქართველოში: ახალი გამოწვევების პოლიტიკური და ეკონომიკური ასპექტები

13 მარტს, ზუგდიდის, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში,  „ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტისა“ და „კავკასიური სახლის“ ორგანიზებით გაიმართა მრგვალი მაგიდა:

„კონფლიქტები საქართველოში: ახალი გამოწვევების პოლიტიკური და ეკონომიკური ასპექტები“

დისკუსიაზე მომხსენებლებად მოწვეული იყვნენ:
არჩილ გეგეშიძე – პოლიტიკის ანალიტიკოსი
ვახტანგ ლომჯარია – საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ლექტორი
დავით ლოგუა – სახელმწიფო მართვის მაგისტრი

შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა ქართულ - აფხაზურ და ქართულ - ოსურ კონფლიქტებზე. ასევე  მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების შემდეგ, საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი სავაჭრო დერეფნების პოლიტიკური და ეკონომიკური მნიშვნელობა.

დისკუსია ჩატარდა პროექტის “სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ახალი არქიტექტურის ფორმირება’’ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.