ქართულ-ოსური კონფლიქტის დროითი წრფივი (1977 - 2008წწ) - ხშირად დასმული შეკითხვები

თქვენს წინაშეა პროექტის „ქართულ-ოსური კონფლიქტის დროითი წრფივი (1977 - 2008წწ): დოკუმენტები წარსულის გახსენებისა და გააზრებისათვის“ ფარგლებში ჩატარებული შეხვედრების დროს ხშირად დასმული ზოგიერთი შეკითხვის ამომწურავი პასუხები.

პროექტი მიზნად ისახავდა ქართულ-ოსური კონფლიქტის საარქივო დოკუმენტების ერთ სივრცეში თავმოყრასა და მათ ქრონოლოგიური თანმიმდევრობით დალაგებას. ამ პრინციპით დალაგებული დოკუმენტები და საგაზეთო პუბლიკაციები დაინტერესებულ პირებს საშუალებას აძლევს დამოუკიდებლად იკვლიონ და გააანალიზონ იმ პერიოდის პროცესები.

საარქივო დოკუმენტების ინტერნეტ სივრცეში განლაგების პარალელურად ახალგაზრდა მკვლევარებმა იკვლიეს დოკუმენტები რამდენიმე მიმართულებით. სამივე კვლევის დოკუმენტი ასევე განთავსებულია საიტზე.

ჩვენ შევკრიბეთ საჯარო შეხვედრების დროს ხშირად გაჟღერებული შეკითხვები და გთავაზობთ მათზე პასუხებს. იმედს ვიტოვებთ, რომ როგორც დოკუმენტები, ასევე კვლევები და წინამდებარე შეკითხვები ხელს შეუწყობს ქართულ-ოსური კონფლიქტის გარშემო დისკუსიისა და მომავლის გზების ძიების პროცესს.

ხშირად დასმული შეკითხვები და პასუხები იხ. http://isnc.ge/index.php/site/edition_detail/1/29