კონფერენცია „შერიგების პოლიტიკა ახალი გამოწვევების ფონზე”

2017 წლის 26 აპრილს, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის (ISNC)და კულტურულ ურთიერთობათა ცენტრ - „კავკასიური სახლის“ ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია თემაზე:

შერიგების პოლიტიკა ახალი გამოწვევების ფონზე.”

კონფერენციის მიზანი იყო საქართველოს ტერიტორიული კონფლიქტების მიმართ არსებული მიდგომების შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციების გამოკვეთა.

 კონფერენციაზე მოხსენება გააკეთეს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ - პეტრე კანკავამ,  ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საინფორმაციო ანალიტიკური ანგარიშგების განყოფილების ხელმძღვანელმა - კაუპო კანდიმ  და  ჰელსინკის სამოქალაქო ასამბლეის სომხური კომიტეტის ხელმძღვანელმა -ნატალია მარტიროსიანმა..

კონფერენციაზე ასევე მოხდა ორი ანალიტიკური კვლევის წარდგენა:

• „სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების მშვიდობიან ტრანსფორმაციაზე საერთაშორისო მხარდაჭერის გავლენის აღქმა: ხედვა თბილისიდან“, წარადგინა კვლევის ავტორმა ნანა კალანდარიშვილმა.

• „შეთანხმება ძალის არგამოყენების შესახებ: თბილისი გზაგასაყარზე“ - წარადგინეს კვლევის ავტორებმა ივანე აბრამაშვილმა და ზვიად ავალიანმა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის, საექსპერტო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები.

კონფერენცია ჩატარდა პროექტის - სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ახალი არქიტექტურის ფორმირების - ფარგლებში, რომელიც ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.